უახლესი ამბები
Local

IOM განაგრძობს დაუცველი მიგრანტების დახმარებას, რომლებიც საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ

IOM განაგრძობს დაუცველი მიგრანტების დახმარებას, რომლებიც საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო IOM-ის ოფისს საქართველოში ბევრმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დახმარების თხოვნით მიმართა. მათგან ბევრს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება სურს და ამას ვერ ახერხებს; სხვებს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ იმის გამო, რომ სამუშაო და შემოსავალი დაკარგეს.  

დღემდე, IOM-მა 13 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საცხოვრებელი ადგილის და საკვების უზრუნველყოფის მიზნით ფულადი დახმარება გაუწია. მათ ასევე გადაეცათ მათთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ. შემდეგ კვირას IOM შეიძენს ბილეთებს ჩარტერულ რეისზე თბილისი - თეირანის მიმართულებით და წარმოშობის ქვეყანაში დააბრუნებს ირანის 7 მოქალაქეს. სამშობლოში დაბრუნების მიზნით IOM-ის ნებაყოფლობით  დაბრუნების პროგრამით საქართველოში მყოფი უფრო და უფრო მეტი მიგრანტი ინტერესდება.