უახლესი ამბები
Local

IOM ხელს უწყობს საქართველოში საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო კურსით

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარში წარმატებით ჩაატარა ექვსი ინტენსიური სასწავლო კურსი საქართველოში საზღვრის უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ეს სასწავლო კურსები, თემაზე „პროფილირება და დოკუმენტების შემოწმება“, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის (SAFE IBM) ფარგლებში, ჩატარდა თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 120 მესაზღვრე-კონტროლიორმა, რომლებიც წარმოადგენდნენ აეროპორტებს, პორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებს. 2.5 დღიან სესიებს უძღვებოდნენ შსს აკადემიის ინსტრუქტორები, რომლებიც, თავის მხრივ, ბოლო 10 წლის მანძილზე IOM-ის მიერ განხროციელებული მრავალი აქტივობის ფარგლებში მომზადდნენ.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა მესაზღვრე-კონტროლიორების გადამზადებას თეორიული და ინტერაქტიული, პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით. მონაწილეებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მგზავრების პროფილირება, გასაუბრების ტექნიკა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, თვითმარქვიების იდენტიფიკაცია და დოკუმენტების შემოწმება.

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს: "ეს აქტივობა ხაზს უსვამს ევროკავშირის და IOM-ის მისწრაფებას, რომ დაეხმაროს საზღვრის დაცვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ჩვენი და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, გვსურს ავღჭურვოთ მესაზღვრე-კონტროლიერები უახლესი ტექნიკური შესაძლებლობებითა და ცოდნით, რათა გავაძლიეროთ საზღვრის მართვის ეფექტიანობა საქართველოში“.

IOM-ის აღნიშნული პროექტი სახელწოდებით - „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ხორციელდება „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში და მისი სრული ბიუჯეტი 8.2 მილიონი ევროა. 2019 წლის დეკემბერში დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოს სასაზღვრო უწყებების სამართლებრივი, ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში.