-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-ის ხელშეწყობით სავიზო ოფიცრებისთვით ეფექტიანი გასაუბრების და დოკუმენტების შემოწმების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2021 წლის 6-დან 10 დეკემბრამდე პერიოდში IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჰიბრიდული ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის თემა იყო უცხოელების მიერ შეტანილი საქართველოს სავიზო განაცხადების განხილვის მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
ბრიტანელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს სავიზო აპლიკანტებთან გასაუბრების ეფექტიან ტექნიკასა და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე დეტალურად ესაუბრა. მან ასავე გააკეთა დოკუმენტების გაყალბების და შეცვლის ყველაზე ხშირი მეთოდების პრეზენტაცია, რასაც შეიძლება სავიზო ოფიცრები ყოველდღიურ საქმიანობაში შეხვდნენ და ისაუბრა იმ ტექნიკურ ასპექტებზე, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა დოკუმენტების ნამდვილობის დასადგენად. კურსი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში იმიგრაციის მართვის პირველი ხაზის სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ასევე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისთვის, რაც საქართველოს ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ანიჭებს.
ტრენინგში მონაწილეობდნენ საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლები და საზღვარგარეთ, 10 ქვეყანაში მყოფი დიპლომატები, რომლებისთვისაც აღნიშნული საკითხი აქტუალურია.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში - "საქართველოში საზღვირს და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა".