-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ოფიცრებისთვის ტრენინგი ჩაატარა
12-13 ნოემბერს IOM-მა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის 25 თანამშომლისათვის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე კურსი ჩაატარა.
აღნიშნული კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის კოორდინირებას ახდენს, და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსთან (Frontex) თანამშრომლობით ჩატარდა. Frontex-ის გამოცდილება განსაკუთრებით რელევანტურია სასაზღვრო კონტროლის დროს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლთა ამოცნობის, გასაუბრების ტექნიკის, გადამისამართების და შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მომუშავე სააგენტოების მიერ შემდგომი დახმარების შესახებ პრეზენტაციები და პრაქტიკული ტრენინგები ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემთხვევებს, როდესაც საქართველოში ბავშვები ქუჩაში იძულებით სამათხოვროდ, არაფორმალური დასაქმების ან პროსტიტუციაში ჩასაბმელად ჩამოჰყავთ.
ტრენინგი საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში ჩატარდა.