-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა აშშ-ს მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების უნარების გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაიწყო
11-22 მარტის პერიოდში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის ორ-კვირიანი სასწავლო კურსი დაიწყო. აქტივობა ახალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის ხელშეწყობისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მიერ.
პროექტის გახსნის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, EXBS-ის მრჩეველი აშშ-ს საელჩოში კარენ ჩეისონი და IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.
ტრენინგების სერია, თბილისსა და ბათუმში, სპეციალურად საბერძნეთიდან მოწვეულმა სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებმა ჩაატარეს, რომლებმაც თავიანთ ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს საზღვრის უსაფრთხოების შესაბამის საკითხებზე.
სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სასაზღვრო პოლიციის 85-მა მესაზღვრემ, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონულ სასაზღვრო სამმართველოებსა და სექტორებს. აღნიშნული სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ინტერაქტიულ პრაქტიკულ სესიებს და საველე სავარჯიშოებს, რომლებიც ჩატარდა მწვანე საზღვარზე. სასწავლო კურსის შინაარსი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასაზღვრო დაკვირვების ტაქტიკა, პრევენციული ოპერაციები, სასაზღვრო მონაკვეთების მართვა და კონტროლი, ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა მწვანე საზღვრის უსაფრთხოებაში რესურსების ოპტიმიზაცია და ეფექტური გამოყენება და ა.შ.
პროექტი "საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერაციული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება" (SOTIC) 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიზნად ისახავს გააძლიეროს მესაზღვრეების უნარები საკვანძო სფეროებში, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ სასაზღვრო გამოწვევებს და ებრძოლონ კრიმინალურ ქსელებს, რომლებიც ჩართულები არიან მიგრანტების უკანანოდ გადაყვანაში, ადამიანებით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში), საქონლის კონტრაბანდაში და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის სხვა ფორმებში.