-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა ბუკისციხეში მრავალფუნქციური სათემო ცენტრი გახსნა
15 ივნისს ბუკისციხის მრავალფუნქციური სათემო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და გაეროს ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში - გიორგი ურუშაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა - დათო შარაშიძემ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა ხელმძღვანელმა - დანიელ მევლიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში - საბინე მახლმა, IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი პროგრამების ოფიცერმა - გიორგი ნანობაშვილმა დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
მრავალფუნქციური სათემო სივრცე ბუკისციხის თემში დაარსდა, რომელიც აქტიური მიგრაციული პროცესებით ხასიათდება - მოსახლეობის 14%-ს ოჯახის ერთი ან ორი წევრი ემიგრანტი ან ემიგრაციიდან დაბრუნებული ჰყავს. ცენტრის მიზანი სოციალური ურთიერთობების წახალისება და დაბრუნებული მიგრანტებისა და თემის არამიგრანტი მაცხოვრებლების კავშირების გამყარებაა, რათა ისინი გახდნენ განვითარების აქტორები თავიანთი თემის კეთილდღეობისთვის.
„საზოგადოებრივმა ცენტრმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ბუკისციხესა და მეზობელ თემებში ადგილობრივი განვითარებისა და აღორძინების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს დაბრუნების მდგრადობას და შეამცირებს ემიგრაციის გადაწყვეტილებების მიღების წნეხს“, განაცხადა IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, „აღნიშნულის განსახორციელებლად, IOM-ს და მის პარტნიორებს კონკრეტული გეგმები აქვთ, რომელიც ითვალისწინებს მიზნობრივი ტრენინგების, კულტურული ღონისძიებების და საინფორმაციო შეხვედრების სერიებს ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და თემის სხვა წევრებისთვის, განურჩევლად მიგრაციის გამოცდილებისა, საზოგადოების განვითარების დღის წესრიგის გასაგრძელებლად.“
მრავალფუნქციური სათემო ცენტრი ბუკისციხეში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ურთიერთთანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2 (FRLD2)” და IOM-ის პროექტის - "მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში" ეგიდით დაარსდა. მისი მიზანი საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობაა დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით, რათა მიგრანტები გახდნენ განვითარების აქტორები თავიანთი თემის კეთილდღეობისთვის. განიხილება აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვა ადგილობრივი განვითარების აქტორებთან, რათა ხელი შეეწყოს მონაწილეობით მიდგომას დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისა და დაბრუნებული თემების განვითარებაში.