უახლესი ამბები
Local

IOM-მა ჩაატარა „ტრენინგ კურსი ბერძნული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის

IOM-მა ჩაატარა „ტრენინგ კურსი ბერძნული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის

2021 წლის 24 თებერვალს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“, IOM-მა ჩაატარა „ტრენინგ კურსი ბერძნული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ტრენინგში მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და სარფიდან. კურსის მიზანი იყო ბერძნული სამგზავრო დოკუმენტების დამცავი ნიშნების გაცნობა, ყალბი სამგზავრო დოკუმენტების მაგალითების წარმოდგენა და არსებული ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა. ტრენინგი მიყავდა საბერძნეთის პოლიციის ყალბი დოკუმენტების ექსპერტს, ხოლო ღონისძიება ჩატარდა საქართველოში საბერძნეთის საელჩოსთან თანამშრომლობით.