უახლესი ამბები
Local

IOM-მა და იუსტიციის სამინისტრომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა ფსიქოლოციალური მხარდაჭერის და ფსიქოლოგიური კონსულტაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს

10-11 ივნისს IOM-მა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, სულ 31 თანამშრომლისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის და ფსიქოლოგიური კონსულტაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ჩატარდა თბილისში, რომელსაც უძღვებოდა ადგილობრივი ექსპერტი - მაია ცირამუა.

ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმო მონაწილეების თვით-ჩაღრმავებასა და რეფლექსიის სავარჯიშოებს, რათა შემდგომში მათ მოახერხონ მსხვერპლებისა და დაზარალებულების მიმართ თავიანთი დამოკიდებულებების სწორი შეფასება და მსხვერპლის ემოციური მხარდაჭერა.

კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განევითარებინათ ის პროფესიული და პიროვნული უნარები, რომელიც დაეხმარებათ ტრეფიკინგის მსხვერპლთან მუშაობის დროს. ინტერაქციული მინი-ლექციები და ჯგუფური რეფლექსიის გზით, მოხდა ისეთი საკითხების წინ წამოწევა, როგორიცაა: დასწავლილი უმწეობა, დისკრიმინაციული სტერეოტიპები, კარპმანის „ბერმუნდის სამკუთხედი“. ტრენინგის მეორე დღე სრულად დაეთმო სიმულაციებს, რათა მონაწილეებს უფრო უკეთესად დაესწავლათ და გაეცნობიერებინათ ნდობის მოპოვების ტექნიკა, კომუნიკაციის ბარიერები, რესპოდენტთან იდენტიფიკაცია - არავერბალური მანიშნებლების არეკვლის გზით.

IOM გააგრძელებს ამ დარგის სპეციალისტების ფსიქოლოგიური განათლების განმტკიცებასა და პროფესიული რეფლექსიის ამაღლებას მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის და ხარისხის გაზრდის მიზნით.

აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნვენბელყოფა“ (SBMMG) ნაწილია.