უახლესი ამბები
Local

IOM-მა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სოციალური მუშაკებისთვის თბილისში ტრენინგი ჩაატარეს

IOM-მა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სოციალური მუშაკებისთვის თბილისში ტრენინგი ჩაატარეს
2021 წლის 20-21 მაისს, IOM-მა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით თბილისში ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგს ჯამში 25 სოციალური მუშაკი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც საქართველოს დიდ ქალაქებში მოქმედი მობილური ჯგუფის წევრები არიან და უსახლკარო ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
 
კურსის მიზანი ტრენინგის მონაწილეთათვის იმ სახელმძღვანელო პრინციპების გაცნობა იყო, რომელიც ქუჩაში იძულებით მომუშავე, ექსპლოატაციის მსხვერპლი და პროსტიტუციაში ჩართული ბავშვების დასახმარებლად გამოიყენება.
 
2020 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით IOM საქართველოს მთავრობას სოციალური მუშაკებისთვის სახელმძღვანელოს შედგენაში დაეხმარა, რომელიც ბავშვთა ექსპლოატაციასთან ბრძოლის გამოცდილების მაგალითებს, საზოგადოების ჩართულობის გაზრდის გზებსა და კანონის აღმასრულებელ სტრუქტურებთან სოციალური მუშაკების თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
 
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნვენბელყოფა“ (SBMMG) ნაწილია.