-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა ეკონომიკური განვითარების მიზნით "დიასპორის ეკონომიკური ფორუმი" ჩაატარა
27 თებერვალი, 2021 - დიასპორის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო დიასპორის 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ინდივიდუალური ბიზნესების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სააგენტოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ბიზნეს კლასტერების მენეჯმენტის ორგანიზაციებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა საფინანსო ინსტიტუტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა. ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიისა (SCMI) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა - დავით ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ბექა ოდიშარიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა - რენატე ჰელდმა და საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორმა - საბინე მახლმა.
დიასპორის ეკონომიკურმა ფორუმმა საშუალება მისცა ქართულ დიასპორას, მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების, დაფინანსებაზე წვდომის, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მათ სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ.
„დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრებისთვის. დღევანდელი ღონისძიება გახლავთ აქცენტირება ქართული დიასპორის დიდ პოტენციალზე: მის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. ამავე დროს, ეს გახლავთ შესაძლებლობა, გავაძლიეროთ დიალოგი ჩვენს თანამემამულეებთან და გავაცნოთ მათ ყველა ის სიახლე, რასაც სახელმწიფო სთავაზობს საქართველოში ინვესტირებით და ბიზნესით დაინტრესებულ პირებს.“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
„ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია სოლიდარობა შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად. კრიზისმა გარკვეული დროით შეცვალა ჩვენი პრიორიტეტები, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მისი შესაძლებლობად გადაქცევა. თუ ვიმუშავებთ ერთად, საქართველო იხეირებს იმ რეკონფიგურაციითა და გლობალიზაციით, რომელიც თან ახლავს პანდემიას.“, განაცხადა საკუთარ მისასალმებელ ტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
აღნიშნული ღონისძიება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სტიმულირებისთვის, ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების პროექტებში მათი მონაწილეობის და ბიზნებს შორის კავშირების ჩამოყალიბების ხელშეწყობით.
„ვიმედოვნებ, დღევანდელი ღონისძიება საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განახლებული სტრუქტურული ურთიერთობის დასაწყისია. დიასპორის მიერ გამოხატული ინტერესისა და მთავრობის პოზიტიური რეაქციის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლის გაზრდა. ევროკავშირი მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად.“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
ფორუმი 4 სესიისაგან შედგებოდა. პირველი ორი სესია მიეძღვნა ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის, ისე არასასოფლო-სამეურნეო სექტორში. აღნიშნული სესიები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში.
დისკუსიის მესამე პანელი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს შეეხო, ხოლო მეოთხე - ფინანსებსა და იმ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა შემოთავაზებაც საერთაშორისო და ქართულ საფინანსო ინსტიტუტებს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიზნით შეუძლიათ. ღონისძიების ეს ორი პანელი ჩატარდა ევროკავშირის ინოვაციური პროექტის - „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ერთობლივი ინიციატივაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის გაძლიერება, ბიზნეს კლასტერების განვითარების ხელშეწყობა, კომპანიების დახმარება, მათ შორის დიასპორასთან კავშირების გაძლიერებით.
ფორუმის ხილვა ონლაინ იყო შესაძლებელი. ღონისძიება ჩაიწერა და მისი სრული ვერსია ხელმისაწვდომია დიასპორულ ვებ-პორტალზე www.gda.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ნათია კვიციანი, IOM-ის პროექტის კოორდინატორი, nkvitsiani@iom.int
ანა კაკუშაძე, IOM-ის მედიისა და კომუნიკაციების პროგრამების ადგილობრივი ოფიცერი, akakushadze@iom.int