-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა EMERGE პროექტის მეხუთე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
23 მაისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში (EMERGE)” მეხუთე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას პროექტის პარტნიორი უწყებების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (SCMI), იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მთავარი მომენტი „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის (ANMI)“ შესახებ EMERGE-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის - „უფლებები საქართველოს“ მიერ მომზადებული პრეზენტაცია იყო. „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ IOM-ის მხარდაჭერით ნოემბერში დაარსდა და მასში საქართველოს მასშტაბით მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ცხრა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციია გაერთიანებული, რომლის მიზანიც მიგრანტთა უფლებების დაცვაა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით EMERGE პროექტის კოორდინატორმა - მაია ვიბლერმა მიმართა, რომელმაც დამსწრეებს პროექტთან დაკავშირებული სიახლეები და 2019 წლიდან განვლილი აქტივობების შედეგები გააცნო. დაინტერესებული მხარეებმა და მონაწილეებმა ასევე პროექტის ეგიდით დაგეგმილი სამომავლო საერთო აქტივობები განიხილეს.
ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად ერთმანეთისთვის საკუთარი დაკვირვებები და იდეები გაეზიარებინათ. შეხვედრის ბოლოს პროექტის კოორდინატორმა 2022 წლის ნოემბერში, მიგრაციის მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის შესახებ თბილისში დაგეგმილი რეგიონალური კონფერენცია დაანანონსა.