უახლესი ამბები
Local

IOM-მა მიგრანტთა ისტორიების შესახებ გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

IOM-მა საქართველოში მცხოვრებ მიგრანტთა ისტორიების, მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობისა და ინტეგრაციის საკითხების შესახებ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

გამარჯვებულები on.ge-ს ჟურნალისტები - ლანა კოკაია და თამუნა გეგიძე და "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტი - ნუკა სტეფნაძე გახდნენ. ლანა კოკაიამ და თამუნა გეგიძემ სტატია ერაყიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ ოჯახზე მოამზადეს, ნუკა სტეფნაძის სტატია კი რეპატრირებულ მესხებსა და იმ პრობლემებს ეხებოდა, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს შეექმნათ, მათ შორის მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს

კონკურსი ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI-ის პროექტის მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.