უახლესი ამბები
Local

IOM-მა ონლაინ შეხვედრა სამოქალაქო გამართა საზოგადოების წევრებთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით მათი შესაძლებლობების შეფასების მიზნით

25 იანვარს გაიმართა ონლაინ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით მათი შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

IOM-მა გააკეთა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ეფუძნებოდა პირისპირი ინტერვიუების შედეგებს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გრძელვადიან პერსპექტივაში ტრეფიკინგთან ბრძოლის ძალისხმევაში სამოქალაქო საზოგადოების როლის წინ წამოწევას. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ახმეტიდან და თბილისიდან.  დისკუსიის დროს მონაწილეების მხრიდან ღიად გაჟღერდა ის გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან თემში მუშაობის დროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში მაკოორდინირებელი სამინისტროს მხარდაჭერა. მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელია ტრეფიკინგის პრობლემის აქტუალიზაცია.ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის დაგროვება და ამის პრაქტიკაში დანერგვა.

ეს აქტივობა განხორციელდა IOM-ის პროექტის ფარგლებში „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გაერთიანებული ქმედება“, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (INL) მხარდაჭერით.