-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის მიგრაციის საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ მეორე ტრენინგი ჩაატარა
2021 წლის პირველ აპრილს IOM-მა თელავში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის 34 თანამშრომლებისთვის შვიდდღიანი ტრენინგი გახსნა.
ტრენინგის მონაწილეებთან შესახვედრად IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი თელავს ესტუმრა: სამუშაოსადმი თქვენი ერთგულება, საქმისადმი ინტერესი და ცოდნის გაღრმავებისშთამაგონებელია და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა თქვენთან თანამშრომლობის შანსი. IOM მეტად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას.“ - განაცხადა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. მონაწილეებს მიესალმნენ IOM საქართველოს EMERGE პროექტის კოორდინატორი, მაია ვიბლერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორი, თამარ სართანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ოსაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა ორი ნაკადისათვის ტრენინგის ჩასატარებლად IOM-მა საერთაშორისო ექსპერტი მიგრაციის საერთაშორისო სამართალში - მაიკლ ბისი და სახელმწიფო სამართლის ექსპერტი - გიორგი ჩხეიძე მოიწვია. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მიგრაცია და უსაფრთხოება - ეროვნული უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტრუმენტები, მიგრანტთა უფლებების მუხლები უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტრუმენტებში, ეროვნული უსაფრთხოების მუხლები თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანთა უფლებების დამცავ საერთაშორისო ინსტრუმენტებში, წამების წინააღმდეგ კონვენცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მიგრანტთა უფლებები, ექსტრადიცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიგრაციის საქმეების მიმოხილვა.
ტრენინგი ხორციელდება IOM-ის პროექტ EMERGE-ის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულად განსახილველად.
აღნიშნული კურსი 2020 წლის ოქტომბერში IOM-ის მიერ კახეთში ჩატარებული ექვსდღიანი ტრენინგის გაგრძელებაა.