-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის არარეგულარული მიგრაციის შესახებ ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა
4-8 ივლისს, IOM-მა არალეგულარული მიგრაციის ტრენერთა ტრენინგის კურსი ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის. თბილისში ჩატარებული ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში, რომელსაც საბერძნეთიდან მოწვეული ორი ექსპერტი უძღვებოდა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია რეგიონში არსებული მიგრაციის ტენდენციების, მიგრანტთა უკანონო გადაყვანის, საზღვარზე პირველადი და მეორადი შემოწმების, ინტერკულტურული კომპეტენციებისა და მიგრანტთა ნაკადების მართვის შესახებ.
თეორიული ასპექტების გარდა, ინტერაქტიულ ტრენინგზე ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ჯგუფურ სამუშაოებს. სასწავლო მოდულები და საჭირო დამხმარე მასალა, რომლებიც ექსპერტებმა მოამზადეს, მომავალში ინტეგრირდება შსს აკადემიის ზოგად სასწავლო კურიკულუმში.
აღნიშნული აქტივობა IOM-ის პროექტის - „ინტეგრირებული საზღვრის მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.