უახლესი ამბები
Local

IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის მიგრაციის საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის მიგრაციის საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ექვსდღიანი ტრეინინგი ჩაატარა, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით კომპეტენციის ამაღლებას ემსახურებოდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დროულ რეაგირებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობა,  არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და ა.შ.

ტრეინინგი თეორიისგან, სიმულაციებისაგან და პრაქტიკული სავარჯიშოებისაგან შედგებოდა და მას 40 ადამიანი დაესწრო. მომხსენებლებმა ილაპარაკეს მიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივებზე, უკანონო მიგრაციაზე, COVID-19 და მიგრანტთა უფლებებზე, გლობალურ მიგრაციის კომპაქტზე და სხვა თემებზე.

სემინარი 19-24 ოქტომბერს ლოპოტას ტბაზე გაიმართა და მისი მთავარი მომხსენებლები საერთაშორისო ექსპერტი მიგრაციის საერთაშორისო სამართალში - მაიკლ ბისი და სახელმწიფო სამართლის ექსპერტი - გიორგი ჩხეიძე იყვნენ. მონაწილეებს მიესალმენ IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მაკა ფერაძე.

ტრეინინგი განხორციელდა IOM-ის პროექტ EMERGE-ის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.