-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კულტურათშორისი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა
IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა კულტურათშორისი კომუნიკაციის შესახებ. სემინარი 12-15 ოქტომბერს კაჭრეთში გაიმართა და მისი მთავარი მომხსნებლები საერთაშორისო და სახელმწიფო ექსპერტები - კალინ რუსი და გიორგი ჩხეიძე იყვნენ.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ 2019 წელს დაარსდა და მისი მთავარი მოვალეობა საქმის მსვლელობისას მოწმეთა და დაზარელებულთა მხარდაჭერა და გამოძიების ხელშეწყობაა. აღნიშნული ტრენინგი მეტად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში უცხოელი მიგრანტები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლნი არიან.
ტრენინგს თბილისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ოზურგეთიდან, ქუთაისიდან, ახალციხიდან, გორიდან და თელავიდან მოწვეული 16 კოორდინატორი დაესწრო, რომლებმაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მიგრაციისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა გადალახვაც ხშირად უწევთ მიგრანტებს. ტრენინგმა ასევე მოიცვა ისეთი თემები, როგორიცაა დაუცველ მიგრანტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები, კონფლიქტის მენეჯმენტი, სანდოობის გაზრდა და უფლებადამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა.
IOM-ის ექსპერტების გარდა, ტრენინგზე სიტყვით UNOHCHR-სა და UNHRC-ის წარმომადგენლები - ბესარიონ ბოხაშვილი და თორნიკე ცაგარეიშვილი გამოვიდნენ, რომლებმაც სიძულვილით გამოწვეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე ისაუბრეს. მათ ასევე მიმოიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მხარდაჭერის გზები და ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები.
ტრენინგის მოსამზადებელ პერიოდში კალინ რუსმა და გიორგი ჩხეიძემ ონლაინ კონსულტაციები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიის, სასამართლოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ევროსაბჭოს, გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პრემიერ მინისტრის მრჩეველთან ადამიანთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დარგში.
ღონისძიების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სემინარის მონაწილეების მონაწილეობით ჩატარდა წინასწარი ჯგუფური დისკუსიები.
ტრეინინგი განხორციელდა IOM-ის პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.