-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა საქართველოში სასაზღვრო უწყებებისთვის ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების კასკადური ტრენინგები დაიწყო
18 ივლისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დაიწყო ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორებისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისათვის. 2.5 დღიანი ტრენინგები მიზნად ისახავს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტების თანამშრომლების გადამზადებასა და მათი უნარების გაზრდას საზღვრებზე ყალბი დოკუმენტების გამოსავლენად. IOM-ის მიერ მოწვეულ იქნა ნიდერლანდელი ექსპერტი, ალექს ვან დურენი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას დოკუმენტების შემოწმების, დამცავი ნიშნების, ბეჭდვის ტექნიკებისა და თვითმარქვიების აღმოჩენის შესახებ.
ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილეებს მიმართეს IOM საქართველოს საზღვრის მართვის პროგრამების უფროსმა მენეჯერმა, მასიმო რამანზინმა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა აბრამიშვილმა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი თევდორაძემ.
აღნიშნული აქტივობა IOM-ის პროექტის - „ინტეგრირებული საზღვრის მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.