-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მმართველი ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა
13 დეკემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში (BMMAG)"- მმართველი ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
მმართველი ჯგუფის შეხვედრის მიზანია პროექტის ზედამხედველობა და მისი განხორციელების პროგრესის შეფასება.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები წარადგინინეს. განხილული თემები შეეხო, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მე-5 ანგარიშის დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ასევე 2023 წელს ევროკავშირის ETIAS სისტემის დანერგვას, რაც პირდაპირ კავშირშია IOM-ის საქმიანობასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი გუნდის - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, ასევე მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები.
პროექტი 2022 წლის იანვრიდან ხორციელდება და 2024 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას გააძლიეროს თავისი საქმიანობა უვიზო მიმოსვლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის სხვა ჩარჩოებში მოქმედი კრიტერიუმების დაცვით.