-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა
2022 წლის 14-15 ივლისს, IOM საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და სათემო გაძლიერების საპილოტე პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტებისთვის.
ცენტრები შექმნილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, დაბრუნებული მიგრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას, საქართველოში ხელმისაწვდომი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისები და პროგრამების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობდნენ გურიისა და იმერეთისა სამიზნე მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი) საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ასევე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლები.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების კონსულტირების უნარების განვითარებას და მოიცავდა როლური თამაშის ტიპის სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც გათამაშდა დაბრუნებული მიგრანტის კონსულტირების სიმულაცია, წინასწარ მომზადებული სცენარების მიხედვით, სხვადასხვა საკითხზე.
ღონისძიება გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ - ფარგლებში.