-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა სამედიცინო მიგრაციის გამომწვევი მიზეზების შესახებ მთავარი მიგნებები წარმოადგინა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ‘Georgia Cares’ პროექტის ფარგლებში, სიღრმისეული კვლევა ჩაატარა საქართველოდან შვეიცარიასა და ავსტრიაში სამედიცინო მიზნით მიგრაციის გამომწვევი ფაქტორების შესახებ, რომელიც მოიცავდა რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ ცნობიერება, რათა შემცირდეს სამედიცინო მომსახურების მიმართ უნდობლობა და გაუგებრობა, აგრეთვე გაძლიერდეს ადამიანური რესურსების უნარები ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების მეშვეობით.
სამედიცინო მიგრაციის შესამცირებლად აგრეთვე დასახელდა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენება, დიასპორის წარმომადგენლებში სამედიცინო პროფესიონალებთან თანამშრომლობის გაზრდა და ადრეული დიაგნოსტიკის, რეფერალური პროგრამებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო მეორე საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრაზე თბილისში ივნისში, სხვადასხვა უწყებების, დონორი ორგანიზაციების, გაეროს სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოების და დიასპორის წარმომადგენლებისთვის, სადაც მთავარმა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს კვლევის შედეგები, პრაქტიკული და ქმედითი რეკომენდაციები.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები მიგრანტებთან შვეიცარიასა და ავსტრიაში, აგრეთვე დაბრუნებულებთან, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, სხვადასხვა საკვანძო უწყებების, სამედიცინო სფეროს, პაციენთა კავშირებისა და დიასპორის წარმომადგენლებთან.
პირველი საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა აპრილში შვეიცარიაში გაიმართა, რომელსაც პროცესში ჩართული ორგანიზაციების 24 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის სამედიცინო სფეროს ექსპერტები, ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამის კონსულტანტები და იურისტები.
პროექტის მიზანია სამედიცინო მიგრაციის საკითხზე ინფორმაციის მოკვლევა და კონსოლიდაცია, გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ანალიზი, რომელიც საფუძვლად დაედება ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინტერვენციების განსაზღვრას. პროექტის მიმდინარეობისას, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართვა საკონსულტაციო პროცესში.