უახლესი ამბები
Local

IOM-მა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმიზაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ტრენინგი ჩაატარა

26-27 ივლისს IOM-მა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თემაზე „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმიზაციის პროცესში“ ტრენინგი ჩაატარა.

ნიდერლანდელმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო კონკრეტული მაგალითები თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, პროგრამების, აპლიკაციების გამოყენება ინტერნეტში სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ. მან ასევე მიმოიხილა კვლევაზე დაფუძნებული შედეგები, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ სექსუალური მომსახურების მიღების მიზნით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ციფრულ გარემოში პოლიციის მიერ ხელთარსებული სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანია სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევების პროაქტიულად გამოძიების მიზნით.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ისარგებლეს და განიხილეს მათ წინაშე არსებული გამოწვევები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

IOM გააგრძელებს ამავე პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რათა ყველა აქტორის თანამონაწილეობა და პრობლემის მიმართ რეაგირება გაიზარდოს.