-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორებისთვის გასაუბრების უნარების შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო
23 ივნისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დაიწყო გასაუბრების უნარების შესახებ კასკადური ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორებისთვის. ტრენინგები მიზნად ისახავს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სამივე საერთაშორისო აეროპორტის, ისევე როგორც ბათუმის საზღვაო პორტისა და სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის თანამშრომლების გადამზადებას. IOM-ის მიერ მოწვეულ იქნა ორი ექსპერტი საბერძნეთიდან და სლოვენიიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას გასაუბრების ტექნიკების, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პროფილირების შესახებ.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს IOM საქართველოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამების უფროსმა მენეჯერმა, მასიმო რამანზინმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ევია კოტანმა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გურამ დავითაშვილმა.
კასკადური ტრენინგების შემდეგ, IOM გადასცემს სასწავლო მოდულებსა და საჭირო დამხმარე მასალას შსს აკადემიას გასაუბრების უნარების შესახებ ტრენინგების ინსტიტუციონალიზაციისა და სასწავლო კურიკულუმში მათი ინტეგრირების მიზნით.
აღნიშნული აქტივობა IOM-ის პროექტის - „ინტეგრირებული საზღვრის მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.