უახლესი ამბები
Local

IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მართლწესრიგის ოფიცრების, საპატრულო პოლიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის კულტურათაშორისი კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარა

IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მართლწესრიგის ოფიცრების, საპატრულო პოლიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის კულტურათაშორისი კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარა

20-28 მაისს IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისროს მართლწესრიგის ოფიცრების, საპატრულო პოლიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, სულ 48   თანამშრომლისათვის, კულტურათაშორისი კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი თბილისში ჩატარდა და მთავარი მომხსენებლები საერთაშორისო და სახელმწიფო ექსპერტები - კალინ რუსი და გიორგი ჩხეიძე იყვნენ.

ტრენინგზე საუბარი იყო წესრიგის დაცვის დროს კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შესაძლო გამოწვევების ადამიანის უფლებების გათვალისწინებით მოგვარებაზე, კულტურული განსხვავებების, მიგრანტების პროფილების გააზრებასა და კულტურათაშორისი ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლო რთული სიტუაციების დროს თანაგრძნობის გამოხატვის მნიშვნელობაზე. ტრენინგს ადამიანის უფლებათა დაცვის 32 თანამშრომელთან ერთად, მართლწესრიგის 40 და საპატრულო პოლიციის 12 ოფიცერი დაესწრო. კურსის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მულტიკულტურულ გარემოში და სხვადასხვა ქალაქებში საპატრულო პოლიციისა და მართლწესრიგის ოფიცრების საერთშორისო პრაქტიკის მაგალითებს.

ტრენინგი IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული EMERGE („მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში“) პროექტის ფარგლებში ჩაატარა. აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის  ივნისსა და სექტემბერშიცაა დაგეგმილი. IOM აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაიცვას მიგრანტთა უფლებები, განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, როცა მიგრანტები საქართველოს უფრო და უფრო ხშირად როგორც საბოლოო დანიშნულების და არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად მიიჩნევენ.