უახლესი ამბები
Local

IOM-ის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე ქართულმა და სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიგრანტთა უფლებების დასაცავად თანამშრომლობა განიხილეს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, IOM განაგრძობს სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერებას მიგრანტთა უფლებების დაცვისა და მიგრაციის მართვის კუთხით სომხეთსა და საქართველოში და რეგიონში ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

26 ნოემბერს IOM საქართველოსა და სომხეთის მისიებმა, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია  „უფლები საქართველოსთან“ ერთად, ახლახანს დაარსებული „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის (ANMI)“ ეგიდით 9 ქართული და 4 სომხური არასამთავრობო ორგანიზაციას შორის შეხვედრას უმასპინძლეს. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და სომხეთში მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და მეზობელ ქვეყნებს შორის თანაშრობლობაა.

მონაწილეებს IOM-ის EMERGE პროექტის თბილისისა და ერევანის კოორდინატორები - მაია ვიბლერი და მარკო პელეგრინი მიეასალმნენ. „უფლებები საქართველომ“ მიმოიხილა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნის პროცესი. „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის (ANMI)“ 9 წევრმა - „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV” და „აფხაზინტერკონტი“ - საკუთარი მუშაობა შეაჯამა და სომეხ კოლეგებთან თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა. მიგრანტთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების და მიგრანტთა იურიდიული, ჰუმანიტარული და ინფორმაციული დახმარების მიზნით,  IOM საქართველო წარმატებით თანამშრომლობს „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის (ANMI)“ წევრებთან.

სომხეთის მხრიდან შეხვედრას სომხეთის გაეროს ასოციაციის, „სომხეთის კარიტასის“, „მისია სომხეთის” და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (ადამიანის უფლებების პროექტი)“ წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ასევე შეაჯამეს საკუთარი სამუშაო მიგრაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დასაწყისს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის და IOM გააგრძელებს აღნიშნულ ორგანიზაციებთან სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას თანამშრომლობის გაღრმავების და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობის მიზნით.