უახლესი ამბები
Local

IOM-ის მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის მიგრაციის და განვითარების თემაზე დიალოგი შედგა

IOM-ის მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის მიგრაციის და განვითარების თემაზე დიალოგი შედგა

2020 წლის 14 ივლისს IOM-მა, საქართველოსთან და სომხეთთან თანამშრომლობით, გაცნობითი შეხვედრის ფორმატში ბულგარეთს, მოლდოვას, რუმინეთს და უკრაინას ნოემბერში დაგეგმილი მიგრაციის და განვითარების კონფერენცია და რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩო წარუდგინა.ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს, სომხეთის და აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლების და რეგიონში მოქმედი IOM-ის მისიების მონაწილეობით, IOM-ის ოფისები საქართველოში და სომხეთში, პროექტის „საქართველოში და სომხეთში მიგრანტთა უფლებების გაძლიერება - EMERGE” ფარგლებში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიგრაციის და განვითარების თემაზე რეგიონულ  კონფერენციებს დაგეგმავენ.  

შეხვედრის მიზანი იყო ქვეყნების შეკრება და ნოემბერში დაგეგმილი მიგრაციის და განვითარების კონფერენციისთვის საქართველოს მიერ შერჩეული თმების განხილვა. ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას და მონაწილეებს საკუთარი აზრი გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დიასპორის როლი ქვეყნის განვითარებაში, ემიგრანტების ცოდნის გამოყენება, კერძო სექტორის როლი მიგრაციის და განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობაში ა.შ. სექტემბერში ჩატარდება მეორე ტექნიკური დონის შეხვედრა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილე ქვეყნებს უკეთ მოემზადონ ნოემბერში დაგეგმილი კონფერენციისთვის და ჩაერთონ რეგიონულ დიალოგში.

საქართველო და სომხეთი გაზრდილი ემიგრაციის და იმიგრაციის კუთხით, საერთო გამოწვევის წინაშე არიან. ორივე პროცესზე მოქმედებს და მათივე გავლენის ქვეშ ექცევა რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი. მსგავსი სიტუაციაა დანარჩენ მონაწილე ქვეყნებში - ბულგარეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და უკრაინაში. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, ეკონომიკური ემიგრაციის დონეც მაღალია.

"გეოგრაფიული სიახლოვე და საერთო გამოწვევები იძლევა თქვენი შეკრების, ყველასთვის საინტერესო თემების განხილვის და მიგრაციის მართვის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მიზეზს," აღნიშნა IOM-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის (SEECA) რეგიონის დირექტორმა რენატე ჰელდმა. "ასევე, თქვენს ქვეყნებში არსებული უნიკალური გარემოება და შერჩეული გზა განაპირობებს აზრთა და დამოკიდებულებათა მრავალფეროვნებას, რაც მხოლოდ გაამდიდრებს რეგიონულ დიალოგს და უზრუნველყოფს ეფექტიან და საინტერესო დისკუსიას."

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელის გიორგი ჯაშის თქმით "საქართველოს სურს რეგიონის თვალით დაინახოს მიგრაცია და განვითარება და ქვეყნებთან ერთად შეისწავლოს მათ შორის არსებული მსგავსებები და მოარგოს ეროვნული პოლიტიკა მიგრაციის და განვითარებისკენ მიმართულ პოლიტიკას. საქართველოს ახლანდელი მიგრაციის სტრატეგიის ძირითად ნაწილს მიგრაციას და განვითარებას შორის კავშირი წარმოადგენს. აქ წარმოდგენლი ქვეყნების უმეტესობა მიგრაციის და განვითარების გლობალურ ფორუმშიც მონაწილეობს და მედი გვაქვს, რომ ერთად 2021 წელს დაგეგმილი ფორუმის დისკუსიაში წვლილს შევიტანთ."

"პანდემიის მიერ შექმნილ ახალ რეალობაში, რეგიონულმა კავშირმა, თანამშრომლობამ და დიალოგმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა. მოხარულნი ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას," განაცხადა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

COVID-19-ის კონტექტში კიდევ უფრო ნათელი გახდა მიგრაციის სარგებელის ოპტიმიზაციის აუცილებლობა და ამ გლობალური ფენომენით განპირობებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის და შესაძლებლობების გამოყენებისთვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რამაც გლობალურ მიდგომებში არსებული ხარვეზები გამოავლინა. "აღნიშნული დინამიკის კომპლექსურობიდან და რეგიონზე მრავალმხრივი გავლენიდან გამომდინარე, მივესალმები საქართველოს მთავრობის სურვილს რეგიონულ ჭრილში განიხილოს აღნიშნული საკითხები და ხაზი გაუსვას მიგრაციის პოლიტიკის მიმართ 'ერთiან სამთავრობო მიდგომას'" თქვა მაიკლ ნიუსონმა, IOM-ის SEECA რეგიონული ოფისის შრომითი მობილობის და ადამიანური რესურსის განვითარების უფროსმა ექსპერტმა.

IOM-ის რეგიონული ოფისის ექსპერტები და ჟენევაში სათაო ოფისის წარმომადგენლები იმუშავებენ მთვრობებთან ერთად ნოემბრის კონფერენციისთვის მომზადების პროცესში ექსპერტული ცოდნის და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. რეგიონული მიგრაციის დიალოგის აღნიშნული ახალი პლატფორმის საშუალებით IOM გაარგძელებს სამხრეთ კავკასიის / შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას და ხელს შეუწყობს მიგრაციის მართვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.