უახლესი ამბები
Local

IOM-ის ორგანიზებით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (SCMI) შეხვედრა გაიმართა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  ორგანიზებით 2023 წლის 12-13 აპრილს ორდღიანი შეხვედრა გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (SCMI). შეხვედრის  მიზანი იყო პრიორიტეტების დადასტურება/დამტკიცება საქართველოს სწრაფად განვითარებადი კონტექსის გათვალისწინებით.

ღონისძიება გახსნეს ქალბატონმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და გაეროს მიგრაციის ქსელის თანათავმჯდომარემ საქართველოში; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ბატონმა გიორგი ჯაშმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს მიგრაციის ქსელის თანათავჯდომარემ დოქტორმა საბინე მახლიმ.

მონაწილეებმა განიხილეს მიგრაციის დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტები, მიგრაციის განვითარებადი ტენდენციები, მათ შორის არალეგალური მიგრაცია საქართველოდან, ქართველი მიგრანტების დაბრუნება, რეინტეგრაციის კონტექსტის შეცვლა და ახალი მიდგომები, რეგულარული მიგრაციის სქემები საქართველოდან, იმიგრაცია, საქართველოში ინტეგრაცია და მიგრაციის შესახებ მონაცემები და მტკიცებულებების გაძლიერება.

უსაფრთხო, რეგულარული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური შეთანხმების (GCM) სპეციალური სესია მოიცავდა საქართველოში მიგრაციის შესახებ გაეროს ქსელის მუშაობის მიმოხილვას, გლობალური ფორუმების განახლებას, მათ შორის ბოლო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმს და მომავალ რეგიონულ მიმოხილვას.  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში წარმოადგინა პროგრესის დეკლარაცია და მისი კავშირები საქართველოს პრიორიტეტებთან, განსაკუთრებით საქართველოს მიგრაციის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან (2021-2030).

მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ  განეხილათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტრატეგია საქართველოსთვის (2022-2025) და IOM-ის მიმდინარე და მომავალი პროგრამები განვითარებადი მიგრაციის პრიორიტეტების კონტექსტში.

შეხვედრას ესწრებოდნენ IOM-ის თემატური ექსპერტები, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და კომისიის წევრების წარმომადგენლები.