-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-ის საინფორმაციო კამპანია ბავშვთა იძულებით შრომაზე გურიის რეგიონში
IOM-მა 11-15 აპრილის პერიოდში ჩაატარა საინფორმაციო კამპანია გურიის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრების თემატური ფოკუსი იყო ბავშვთა შრომის ფორმები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კონტექსტში.
ამ შეხვედრებს უძღვებოდა IOM-ის წარმომადგენელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გურიის რეგიონის წარმომადგენელთან ერთად. შეხვედრების დროს განიხილეს მრავალფეროვანი საკითხები, მათ შორის, იძულებითი შრომის გავრცელებული ფორმები საქართველოში, მასთან დაკავშირებული რისკები, ბავშვთა უფლებები, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. IOM-ის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა ექსპერტმა, რომლის დახმარებითაც მოხდა ახალგაზრდებთან კონტაქტის დამყარება. შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდები ღიად და აქტიურად საუბრობდნენ თავიანთ თემში არსებულ გამოწვევებზე. მოყავდათ რეალური მაგალითები და საუბრობდნენ იმ შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა სახეზე ყოფილიყო ბავშვთა იძულებითი შრომის ინდიკატორები.
IOM-ის ეს ინიციატივა განხორციელდა INL-ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ერთობლივი ძალისხმევა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ“.