-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM საქართველომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობა მიიღო
30-31 მაისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“-ში თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ ჩატარდა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი თემატიკა ასახავს ურბანული ცხოვრების თანამედროვე, გლობალურ ტენდენციებსა და საჭიროებებს. მსურს მადლობა გადავუხადო ღონისძიების პარტნიორებს, ადგილობრივ და უცხოელ სპიკერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია გვერდში გვიდგანან და ჩვენთან ერთად მუშაობენ როგორც ქალაქების, ასევე რეგიონის განვითარებაზე.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, ფორუმის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიგრაციულ პროცესებსა და ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით ამ პროცესების მართვაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ რათა ავამაღლოთ ცნობიერება ქვეყანაში არსებულ მიგრაციულ პროცესებსა და მათ გავლენაზე, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, რათა გავზარდოთ მათი შესაძლებლობები და ჩართულობა მიგრაციული პროცესების მართვის და რეგულირების მიმართულებით.“ განაცხადა მიგრაციის ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 30 მაისს, შედგა სადისკუსიო პანელი - „მიგრაციის გავლენა ქალაქის განვითარებაზე“, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მასპინძლობდა.
პანელზე მოწვეული ქართველი ექსპერტის მიერ განხილულ იქნა დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაციის პროცესში მუნიციპალიტეტების როლი და ფუქნცია, გამოყო მთავარი გამოწვევები და რეაგირების შესაძლებლობები. მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა კი წარმოადგინეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და საერთაშორისოდ შეთანხმებული მეთოდოლოგიის - ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მიგრაციის მმართველობის ინდიკატორებთან (Local Migration Governance Indicators -LMGI) მიმართებით და მათთან შესაბამისობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, მიგრაციის სფეროში განხორციელებული პოლიტიკისა და ინიციატივების, არსებული კარგი გამოცდილებისა და განვითარების პოტენციალის შეფასება.
ასევე, განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიგრაციის მართვის ინდიკატორების (MGI) პროცესის შესწავლის პირველადი შედეგები.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (EU-UNDP M4EG), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დანიისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით.