-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM საქართველომ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღო
27 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის”. ღონისძიების მთავარი მიზანი, რომელიც ყოველ წელს იმართება, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის და დიალოგის განვითარებაა.
ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, დიასპორის ფორუმის სახელწოდება და სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებთან და იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგა.
„სახელმწიფო აცნობიერებს ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს მიერ მაღალ ნიშნულზეა აყვანილი, რაც აისახა ქვეყნის განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში.“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მუშობა განაგრძეს თემატურ პანელებში, მათ შორის, ბიზნესი და ეკონომიკა - „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის“.
ეკონომიკური პანელი მიზნად ისახავდა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების განვითარების პროცესში ჩართულობის შესახებ თემატურ განხილვას, ქვეყნის რეგიონების ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის უფრო მეტი მონაწილეობის წასახალისებლად ხელშემწყობი მექანიზმების მიმოხილვას და ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას რეგიონულ განვითარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის უდიდესი პოტენციალის შესახებ.
პანელში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის წარმატებული თანამემამულეები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.