უახლესი ამბები
Local

IOM საქართველომ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში - „ეთნიკური უმცირესობები და მიგრაცია საქართველოდან“

IOM საქართველომ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში - „ეთნიკური უმცირესობები და მიგრაცია საქართველოდან“

1 ივლისს, 2023, ბორჯომში, მიგრაციის საერთაშორიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო 2 დღიან სამუშაო შეხვედრაში თემაზე „ეთნიკური უმცირესობები და მიგრაცია საქართველოდან“. აღნიშნული შეხვედრა შედგა პროექტის „რეპორტიორ ქალთა აკადემია“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახროციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია - „გენდერული მედია კავკასია“ და გერმანული ორგანიზაცია „ანალიზისა და პოლიტიკის დიალოგის ინსტიტუტი“. სამუშაო შეხვედრაში მონაწილოება მიიღეს ადგილობრივმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

მიგრაციის საერთაშორიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნათია დიდებულიძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ქალთა მიგრაციის თემაზე, განიხილა არსებული სტატისტიკა და ასევე ისაუბრა იმ სერვისებზე, რასაც ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უწევს.