უახლესი ამბები
Local

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

14 ივნისს IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისა და ადგილობრივი თემის არამიგრანტი წევრების გაერთიანების მიზნით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური დახმარებითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ბუკისციხის მაცხოვრებლებისთვის მრავალფუნქციური სათემო ცენტრი დააარსეს.

IOM-მა სერვის ცენტრი დააფუძნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც - ერთი გაჩერების სივრცე, რომელშიც კონსულტანტები სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან სახელმწიფო და დონორების მიერ მხარდაჭერილი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, კონსულტანტთათვის შეიქმნა რეფერალური გზამკვლევი, როგორც საკუნსულტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური მექანიზმი.

შეხვედრის მსვლელობისას, დავით შარაშიძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის წამახალისებელი აქტივობების შესახებ ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა მზაობა გამოთქვა, ადგილობრივ ხელისუფლებას ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაში დაეხმაროს და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერა გააძლიეროს.