უახლესი ამბები
Local

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

2022 წლის 12 აპრილს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.  

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში IOM-ი მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და ორგანიზაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა IOM-ის წარმომადგენელს ქვეყანაში მათი საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს პრიორიტეტულ საკითხებზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.