-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM სახმელეთო გადაკვეთის პუნქტებისთვის გადამდებ დაავადებებზე რეაგირების გეგმისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურის შესახებ სემინარებს ატარებს
22 და 24 აგვისტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ბათუმსა და თბილისში სახმელეთო გადაკვეთის პუნქტებისთვის გადამდებ დაავადებებზე რეაგირების გეგმისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურის შესახებ ორი სემინარი ჩაატარა.
სემინარები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საშუალო დონის ხელმძღვანელებისათვის ჩატარდა და მიზნად ისახავდა კორონავირუსისა და სხვა გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და საზღვრებზე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მათი უნარების გაზრდას.
შეხვედრებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან IOM-ის ადგილობრივი კონსულტანტი გაუძღვა, რომელსაც დახმარებას უწევდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ექსპერტი.
ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილეებს მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილემ - ურს ბეერმა, IOM-ის საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ხელმძღვანელმა - მასიმო რამანზინმა, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დაჩი ქინქლაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მინდიაშვილმა.
აღნიშნული აქტივობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის - "საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრის მართვის მიდგომების გასაძლიერებლად პანდემიის ადამიანების მობილობაზე ზეგავლენის შემცირების მიზნით" - ფარგლებში განხორციელდა და მისი დაფინანსება შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს (SEM) მიერ მოხდა.