უახლესი ამბები
Local

IOM-ის შეხვედრა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და თემთა ლიდერებთან მიგრანტთა ინტეგრაციის და კულტურათშორისი კომუნიკაციის თემაზე

IOM-ის შეხვედრა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და თემთა ლიდერებთან მიგრანტთა ინტეგრაციის და კულტურათშორისი კომუნიკაციის თემაზე

2020 წლის 23 სექტემბერს IOM-ის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახლად დაარსებულ საარსებო წაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლობთან. შეხვედრის მიზანი იყო უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ინტეგრაცია და ინტეგრაციის შედეგები.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალბატონმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. შეხვედრას უძღვებოდნენ შრომითი მობილობის და ადამიანური რესურსების განვითარების უფროსი სპეციალისტი IOM-ის ვენის რეგიონული ოფისიდან ბატონი მაიკლ ნიუსონი და შრომითი მობილობის და ადამიანური რესურსების განვითარების რეგიონული ასისტენტი, ქალბატონი იონელა ტიმოფტე. ბატონმა ნიუსონმა ისაუბრა იმიგრაციის სტატისტიკაზე, საქართველოში არსებულ მიგრანტთა თემებზე და მათი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე. ქალბატონმა ტიმოფტემ განიხილა კულტურათშორისი კომუნიკაციის მნიშვნელობა ინტეგრაციისთვის საჭირო მომსახურების მიწოდების კონტექსტში და წარადგინა კულტურული და კულტურათშორისი კომუნიკაციის სხვადასხვა სცენარი და მოლოდინები. მონაწილეთა შორის იყო დამხმარე დაცვის ოფიცერი, რომელმაც წარადგინა საერთშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის იურიდიული ჩარჩო და ისაუბრა არსებულ ხარვეზებსა და აღნიშნული დაუცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის განსაკუთრებით საინტერესო ნაწილი იყო ორი სპიკერის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეთა თემთა ლიდერების პრეზენტაციები, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. ბატონმა დარისპანმა, NGO „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ მონაწილეებს წარუდგინა მის მიერ განხორცილებული, ინდოელი სტუდენტების ინტეგრაციისკენ მიმართული ბევრი საინტერესო აქტივობა და ისაუბრა საქართველოს მიმართ სიყვარულზე. გამართულ ქართულ ენაზე ბატონმა პრაშერმა აღწერა საკუთარი ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა რამდენიმე სირთულეს, რომლის წინაშეც ინდოელი სტუდენტები პანდემიის პერიოდში აღმოჩნდნენ. ბატონი პრაშერის თქმით: "ქართველებს აწუხებთ იდენტობის დაკარგვის საკითხი, რაც ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდება. მინდა დაგამშვიდოთ, აქ ინდოეთიდან უმეტესად სტუდენტები ჩამოდიან, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ ისევ ინდოეთში დაბრუნდებიან. თქვენი უძველესი კულტურა არასდროს დაიკარგება. პირიქით, მე მიჭირს ჩემი ინდური იდენტობის შენარჩუნება". შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ბატონი ჰოსამ მასუდის, ეგვიპტელი თავშესაფრის მაძიებლის ისტორია, რომელიც UNHCR-ის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში თემთა ფასილიტატორია. ბატონმა მასუდმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც საქართველოში მყოფი მისი თანამემამულეები ყოველდღიურად აწყდებიან და მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი აღმოჩენები საქართველოზე.  

შემდეგი შეხვედრა ოქტომბერში იგეგმება და მისი თემა ინტეგრაციის კონტექსტში მომსახურების მიწოდების მოდელები იქნება. მანამდე, პირველ შეხვედრაზე დისკუსიის შედეგად წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად, IOM ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას და მიგრანტთა თემებს შორის კომუნიკაციას, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მიგრანტთა უფლებების დასაცავად, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.  

შეხვედრა ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული EMERGE პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც IOM ახორციელებს.