უახლესი ამბები
Local

ჯანსაღი გარემო ჯანსაღი მომავლის უზრუნველსაოფად

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა ჩოგოვაძემ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში გასართობი სკვერი გახსნეს

მათხოჯი, ერთ-ერთი უდიდესი სოფელია ხონის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ სოფელში,  სადაც ამჟამად 450 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები შეადგენენ, გასართობი სკვერი, სადაც ბავშვები თუ ზრდასრულები გართობისა და დასვენებისთვის შეიკრიბებოდნენ, არასოდეს ყოფილა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“, რომელიც დაფინანსებულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ ფარგლებში, სოფელში შერჩევითი პრინციპით გამოკითხვა ჩატარდა, გამოიკითხა ადგილობრივების 60% და გამოვლინდა, რომ ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი რეკრეაციული ზონის მოწყობა იყო.  

მიგრაციის საერთაოშრიო ორგანიზაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, მათხოჯის თემში სკვერის მოწყობის პროექტი წარმატებით განხორციელდა და მოეწყო როგორც მწვანე ზონა, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარი.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თანამონაწილე ვართ ასეთი ლამაზი და სასარგებლო სივრცის შექმნის, რომელიც მათხოჯის თემის კიდევ უფრო გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივებში დადებითი მუხტს გააღვივებს,“ თქვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა სოფელ მათხოჯში გასართობი სკვერს, ოფიციალურ გახსნაზე.

ახლად გახსნილი სკვერი, სოფელში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს მისცემს სოციალიზაციისა და დასვენების საშუალებას; ბავშვებს გართობის შანსს და ახალგაზრდებს უსაფრთხო ადგილას თავშეყრის შესაძლებლობას.

„მოხარულები ვართ, რომ სოფელს შეემატა ულამაზესი დასასვენებელი სივრცე. ახალი რეკრეაციული ზონა, უკვე იქცა ადგილობრივებისთვის საყვარელ ადგილად განტვირთვისა და დასვენებისთვის,“ განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა ჩოგოვაძემ.

სკვერში სულ მალე, ხონის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კიდევ დამატებით სხვადასხვა სახეობის ხეები და მცენარეები დაირგვება, რაც მას მეტად მიმზიდველს, ჯანსაღს და ლამაზს გახდის. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ჩართულობით, სკვერის მოვლა-პატრონობას უზღუნველყოფს.

„მე და ჩემი მეგობრები აქ ხშირად მოვდივართ და ისე მოგვწონს ეს ფერადი საქანელები, სულ სიხარულით ვთამაშობთ,“ თქვა 8 წლის მარიმ, რომელიც ახლად გახსნილი სკვერის ხშირი სტუმარია.

გასართობი სკვერის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“, ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია,  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, ხოლო დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს მიგრაციის განვითარების ფონდი (IDF), და ხონის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.