-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
„ქალები პოლიციაში“ - მეათე ყოველწლიური კონფერენცია
თბილისი, საქართველო - მიმდინარე კვირაში IOM ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და აშშ-ს საელჩოს საქართველოში თბილისში, „ქალები პოლიციაში“ კონფერენციის მეათედ ორგანიზებაში დაეხმარა. ტრადიციულად, ქალთა საერთაშორისო დღესთან დამთხვევის მიზნით, „ქალები პოლიციაში“ მარტის დასაწყისში იმართება.
წელს კონფერენციას ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან 330-ზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის 20 ქვეყნიდან ჩამოსული პოლიციელი ქალები. კონფერენცია შედგება სესიებისგან, რომლებიც მოიცავს სამართალდამცავ ორგანოებში ქალთა ლიდერობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ასევე, მართლმსაჯულების სექტორის სემინარებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩატარებულ გამოძიებების, სქესობრივი ნიშნით ძალადობის, პროკურატურის საკითხების, გამოსასწორებელი და პრობაციის პროგრამების შესახებ. კონფერენცია სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ ქალებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კარიერული წინსვლის განსახილველად ნებისმიერ დონეზე, მათ შორის ლიდერად ჩამოსაყალიბებლად.
მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი მიესალმა და კონფერენციის მთავარ მიზანზე ისაუბრა - „ქალი პოლიციის ოფიცრების გაძლიერება, შთაგონება და განათლება.“
საკუთარ მისასალმებელ მიმართვაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონმა ხაზი გაუსვა ქალთა მონაწილეობას მსგავს კონფერენციებზე: „წარმატების გასაღები სხვადასხვა დონეზე მყოფი ქალების მონაწილეობაა... კვლევები აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობა საყოველთაო უსაფრთხოებას ემსახურება.“
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკუთარ გამოსვლაში განაცხადა: „სამინისტრო ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა გენდერულ თანასწორობას და საკუთარი რესურსების უმეტესობა საჯარო სექტორში ქალთა როლის გაძლიერებას მოახმარა. ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და სამართალდამცავ აქტივობებში ზრდის წარმატების შანსებსა და საზოგადოებრივ ნდობას და ხაზს უსვამს ქალთა როლს საზოგადოებაში.“
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. ასევე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში ქალი პოლიციელების როლი სულ უფრო და უფრო იზრდება.
IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა ხაზი გაუსვა იმ ქალების პროფესიული ქსელის შექმნის მნიშვნელობას, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთისგან სწავლობენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უსაფრთხოების, სამართლიანობის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართ გენდერულად მგრძობიარე მიდგომების დანერგვას. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქალთა მონაწილეობა მართვის ნებმისმიერ ასპექტში აუცილებელია, მათ შორის მიგრაციისა და საზღვრის მართვაში, როგორც ეს მიგრაციის გლობალურ შეთანხმებაში (GCM) და მდგრადი გავითარების მიზნებში (SDGs) არის განსაზღვრული.“