უახლესი ამბები
Local

კულტურათშორისი კომუნიკაციის ტრენინგი მიგრაციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთათვის

IOM-მა შიგანან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის, შესაბამისად 11-12 და 13-14 ივნისს, კულტურათშორისი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. კურსი EMERGE პროექტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები - კალინ რუსი და გიორგი ჩხეიძე.

IOM მჭიდროდ თანაშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან და მიგრაციის დეპარტამენტთან, რომელიც მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრს კურირებს. შესაბამისად, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარების დახვეწა, კულტურათშორისი კონფლიქტების მართვა და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგი ასევე ორიენტირებული იყო პოლიციის მუშაობის თანმდევი შესაძლო გამოწვევების ადამიანის უფლებების გათვალისწინებით მოგვარებაზე, კულტურული განსხვავებების, მიგრანტების პროფილების გააზრებასა და კულტურათშორისი ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლო რთული სიტუაციების დროს თანაგრძნობის გამოხატვის მნიშვნელობაზე.