უახლესი ამბები
Local

მიგრანტთა საერთაშორისო დღეს 2021 - ადამიანების მობილობის პოტენციალის გამოყენება

18 დეკემბერს მიგრანტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ  თბილისში, ვაკის პარკის წინ, მოაწყო გამოფენა "მიგრაციის სახეები 2021", სადაც ნაჩვენებია ქუთაისში და ბათუმში მცხოვრები მიგრანტების ფოტო ისტორიები, საქართველოში უცხოელებისთვის ცხოვრების დადებითი მხარეები და გამოწვევები და ის წვლილი, რაც მიგრანტებს ახალი თემების, ადგილობრივი ეკონომიკის და კულტური განვითარებაში შეაქვთ. 

ყოველი წლის 18 დეკემბერს IOM მსოფლიოს მასშტაბით მიგრანტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „მიგრაციის სახეები 2021“ ფოტოგამოფენითა და მასთან დაკავშირებული ისტორიებით IOM იმედოვნებს, რომ კიდევ ერთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს საქართველოში ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და მიგრანტთა უფლებების დასაცავად. 

გამოფენა ორგანიზებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, რომელიც მიგრანტთა უფლებების დაცვას და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობაში მიგრანტთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მრავალფეროვნების პოპულარიზაცია, უსაფრთხო და მოწესრიგებული მიგრაციის უპირატესობის  და მიგრანტთა იმ დადებითი ზეგავლენის ხაზგასმაა, რომელიც მათ მასპინძელ საზოგადოებაზე აქვთ. აღნიშნული აქტივობა, რომელიც შარშან COVID-19-ის მიგრანტთა ისტორიების გაზიარების მიზნით შესრულებული სამუშაოს გაგრძელებაა, საქართველოში მიგრანტებსა და მათ ისტორიებს წარმოგვიდგენს და მრავალფეროვნების წახალისებას, მისი ყველა დადებითი მხარის ჩვენებასა და მასთან დაკავშირებული ცრურწმენების გაბათილებას ისახავს მიზნად.

ესტუმრე გამოფენას 2021 წლის 18 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრამდე თბილისში, ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე.