-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მიგრაციის მართვის მეორე რეგიონულმა კონფერენციამ მთავრობათა წარმომადგენლები და გლობალური ექსპერტები შეკრიბა, რომლებმაც COVID-19 პანდემიის დროს დაბრუნებასა და შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს
15-16 ნოემბერს IOM-ის სომხეთისა და საქართველოს მისიებმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ორდღიანი მაღალი დონის კონფერენცია გამართეს, რომელსაც სომხეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საქართველოს, მოლდოვას, ნეპალის და რუმინეთის მთავრობების წევრები და ბულგარელი, ხორვატი, შვეიცარიელი და ამერიკელი ექსპერტები, დიასპორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს COVID-19 გლობალური პანდემიის დრამატული გავლენა მიგრაციის მოდელებზე, განსაკუთრებით შრომით მიგრაციაზე.
„მეორე თემატური კონფერენცია რეინტეგრაციის, დაბრუნებისა და შრომითი მიგრაციის შესახებ COVID-19 პანდემიის დროს“ მეორეა დაგეგმილი სამი კონფერენციიდან, რომლებიც მიგრაციის სფეროში რეგიონული ინტერესების შესახებ გაიმართება. ამ მაღალი დონის ღონისძიების ფარგლებში რეგიონის სახელმწიფოთა მთავრობებმა ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს COVID-19 პანდემიის დროს სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედებისა და დაბრუნების მიგრაციის შესაძლებლობების შესაფასებლად. განხილულ იქნა სამი ძირითადი თემატური სფერო:
- სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაცია შენელებული ეკონომიკის პირობებში და შრომითი ბაზარი
- კვალიფიცირებული მიგრანტების დაბრუნება ეკონომიკური განვითარებისთვის
- უსაფრთხო, მოწესრიგებული შრომითი მიგრაციის არხების ხელახლა გახსნა
დისტანციურად გამართული ღონისძიება IOM-ის „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში (EMERGE)“ პროექტის ეგიდით ჩატარდა, რომელსაც მხარს უჭერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კონფერენცია IOM სომხეთის მისიის ხელმძღვანელის, ილონა ტერ-მინასიანის მიმართვით გაიხსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა დაბრუნებული მიგრანტების პოტენციალს ამ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების პოსტ-პანდემიური აღდგენის მხარდასაჭერად. „ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი რეგიონის ქვეყნებს შორის მიგრაციის მართვასთან დაკავშირებული დიალოგის დასაწყებად, შესანარჩუნლად და გასააქტიურებლად. წელს ჩვენ განვიხილავთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში არსებულ სხვა საერთო საკითხებს და გამოწვევებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია COVID-19 პანდემიის დროს. ჩვენ უკვე COVID-19 პანდემიის მესამე წელს ვიწყებთ, რომელმაც მთლიანად შეცვალა გარემო, რომელშიც ვმუშაობთ და დამატებით გამოწვევებს უყენებს როგორც მიგრანტებსა და მიგრაციას, ასევე სუბიექტებსა და მთავრობებს, რომლებიც მონაწილეობენ მიგრაციის მართვაში და ხელს უწყობენ მიგრაციის მართვას“, განაცხადა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
ღონისძიების გამორჩეული მომენტი „ჰარვარდის“ ბიზნეს სკოლის ლუმრის ოჯახის ასოცირებული პროფესორის, პრითვირაჯ (რაჯ) ჩუდჰურის გამოსვლა იყო, რომელმაც ისაუბრა მთავრობის ნაბიჯებზე დისტანციური მუშაობის მოდელების პოპულარიზაციის მიმართულებით. პროფესორმა საკუთარი გამოსვლა შეაჯამა და განაცხადა: „დისტანციურ მუშაობას შეუძლია დაეხმაროს რეგიონებს იმ ნიჭის დაბრუნებაში, რომელიც მათ ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებით დაკარგეს. ეს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დონეზე, ციფრული მომთაბარე ვიზის ან პროგრამების საშუალებით, როგორიცაა „სტარტ-აპ ჩილე“, რეგიონალურ დონეზე კი ამის გაკეთება ისეთი სტიმულირების გამოყენებითაა შესაძლებელი, როგორიცაა „ტულსას დისტანციური პროგრამა“.
კონფერენციის შეჯამება დამუშავების პროცესშია და მთავარი საკითხები წარმოდგენილი იქნება ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის იანვარში.
გადმოწერეთ კონფერენციის ანგარიში.