უახლესი ამბები
Local

მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი

მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი

„მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი (GMFF)“ მოიცავს დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, რომლებიც მოგვითხრობს მიგრაციის გამოწვევებსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც მიგრანტებს ახალ ქვეყნებში უჩნდებათ. ფესტივალის მიზანი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფენომენის გარშემო ახალი გზების შექმნაა. ფილმებს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის კარგად გამოხატვის უნარი გააჩნია, რაც მაყურებელს მიგრანტთა მიმართ უფრო ღრმა თანაგრძნობის განვითარებასა და მათი რეალობის, საჭიროებების, პერსპექტივებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში ეხმარება.

2020 წელს IOM მეხუთედ ატარებს ფესტივალს, რომელზე ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები მიგრაციისა და ადამიანთა მობილობის შესახებ გვიამბობს.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ფესტივალი წელსაც ჩატარდება, თუმცა განსხვავებული ფორმატით - შერჩეულ ფილმებს მაყურებელი ვირტუალურ პლატფორმაზე იხილავს. საფესტივალოს განხილული 800-ზე მეტი ნამუშევრიდან, IOM-მა საბოლოო ჩვენებებისთვის ხუთი ფილმი  შეარჩია: ამიგდალია (საბერძნეთი) - ქრისტინა ფებე, რევოლუცია შორიდან (აშშ) - ბენტლი ბრაუნი, ომარი და ჩვენ (პოლონეთი) - მარინა გორბახი, მეჰმეთ ბაჰადირი, ქაღალდის 8000 სამაგრი (ისრაელი) - ნიცან ტალი, ქალთა ქვეყანა (თურქეთი) - სირინ ბაჰარ დემირელი

წლევანდელი ფესტივალიც, ტრადიციულად, 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება და წინა წლების ცერემონიებისგან განსხვავებით, გამარჯვებულები ოლნაინ გამოცხადდებიან.

ფესტივალზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია, 2020 წლის 3 დეკემბრამდე. ასევე, შეგიძლიათ, Facebook ჯგუფში - Migrants in Georgia გაწევრიანება, რომელშიც ნაჩვენები იქნება აღნიშნული ფილმები.

გთავაზობთ ჩვენებათა განრიგს:

  • რევოლუცია შორიდან (4 დეკემბერი 20:00)
  • ქაღალდის 8000 სამაგრი (6 დეკემბერი, 20:00)
  • ამიგდალია (11 დეკემბერი, 20:00)
  • ომარი და ჩვენ (12 დეკემბერი, 20:00)
  • ქალთა ქვეყანა (18 დეკემბერი, 20:00)

დამატებითი ინფორმაცია ფილმების შესახებ.

დასწრება თავისუფალია. ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე.