-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ბათუმის მერია დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით ითანამშრობლებენ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ბათუმის მერია, აჭარის რეგიონში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით ითანამშრობლებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, ქალაქ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ, შედგება.
ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია აჭარის რეგიონში და შესაბამისად მიგრაციული პროცესებიც საკმაოდ დინამიურია, მათ შორის მაღალია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რიცხვიც.
„ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ბათუმის მერთან, და განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, თუ როგორ გავზარდოთ და გავაძლიეროთ სერვისები, რომლებსაც ბათუმის მინიციპალიტეტში დაბრუნებულ მიგრანტებს შევთავაზებთ,“ განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ივნისში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბათუმის მინიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას, რათა გამოვლინდეს საჭიროებები და მოიძებნოს გზები სამომავლო თანამშრომლობისათვის მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისათვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენ შვთანხმდით ისეთ თანამშრომლობაზე, როგორც სერვისების განვითარების ნაწილში, ისე მოქალაქეთა ინფორმირებულობის ნაწილში, იქნება სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი სამშობლოში უკან დაბრუნებული მიგრანტებისათვის, რომელთაც სჭირდებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შესახებ,“ თქვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.
თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე კი იგეგმება, უკან დაბრუნებული მიგრანტებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო და რეფერალური მომსახურების შეთავაზება ბათუმში, რაც საბოლოო ჯამში მათი ცხოვრების დონის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ ფარგლებში, ადგლობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით 10 სერვის ჰაბი უკვე გაიხსნა გურიაში, კახეთსა და იმერეთში, ერთი კი თბილისში. მუნიციპალიტეტები თავის მხრივ სერვის ჰაბებისთვის სამუშაო სივრცესა და თანამშრომლებს გამოყოფენ, ხოლო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, აღნიშნული ჰაბების წარმატებული ფუნქციონირებისათვის, სწორ მეთოდოლოგიასა და პროფესიული უნარების ამაღლების ტრენინგებს უზრუნველყოფს.