უახლესი ამბები
Local

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით ითანამშრომლებენ

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, დავით კუხალეიშვილს შეხვდა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით ითანამშრომლებენ. ამასთან დაკავშირებით, 24 მაისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, დავით კუხალეიშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისათვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქამიანობის გაცნობა საქართველოში და ასევე სამომავლო თანამშრომლობა, რეგიონში ემიგრაციის შემცირებისა და უკან დაბრუნებული მიგრანტების რე-ემიგრაციის თავიდან აცილების და მათი მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით.

შეხვედრისას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა წარადგინა მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით წარმატებული აქტივიბები, რომლებიც „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია,  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ, გურიის, კახეთის და იმერეთის, 10 მუნიციპალიტეტსა და თბილისში პროეტის წინა ფაზაში განხორციელდა. სერვის ჰაბები, დაბრუნებულ მიგრანტებსა და არამიგრანტ მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას, უწევს კონსულტაციასა და მიზნობრივად ამისამართებს,  ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებზე. გარდა ამისა, პროექტის წინა ფაზის ფარგებში მხარი დაეჭირა უკან დაბრუნებული მიგრანტებისა და თემის არამიგრანტი მოსახლეობის ერთობლივ 8 ბიზნეს პროექტს, ასევე განხორციელდა მიგრანტების დაბრუნების ადგილებში გამოვლენილი თემის განვითარების პრიორიტეტული 6 პროექტი.

მთლიანობაში, ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, 500 000 ლარამდე დაიხარჯა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დავით კუხალეიშვილმა გამოთქვა მზაობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისათვის ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძვანელობასთან შედგება შეხვედრები, რათა გამოვლინდეს  თანამშრომლობის ინტერესი და სფეროები უკან დაბრუნებული ქართვლი მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის მიმართულებით.