-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის სახელმძღვანელოს ახალი თავი - „კულტურათშორისი კომუნიკაცია“ დაემატება
2021 წლის 22 მარტს IOM-მა მიგრაციისა და კულტურათშორისი კომუნიკაციის ახალი ნაწილის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის თანამშრომლების სახელმძღვანელოს დაემატება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანთა უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში 2019 წელს შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა სიძულვილის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მოწმეებისა და დაზარალებულების დახმარება და მსგავსი ტიპის დანაშაულებების ეფექტური გამოძიებაა.
აღნიშნული ღონისძიება კულტურატშორისი კომუნიკაციის ტრენინგის გაგრძელებაა, რომელიც IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის თანამშრომლებისთვის 12-15 ოქტომბერს კაჭრეთში ჩაატარა. 2020 წლის ტრენინგს თბილისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ოზურგეთიდან, ქუთაისიდან, ახალციხიდან, გორიდან და თელავიდან მოწვეული 16 კოორდინატორი დაესწრო, რომლებმაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მიგრაციისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა გადალახვა მიგრანტებს ხშირად უწევთ. ტრენინგმა ასევე მოიცვა ისეთი თემები, როგორიცაა დაუცველ მიგრანტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები, კონფლიქტის მართვა, სანდოობის გაზრდა და უფლებადამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა. აღნიშნულ საკითხებზე ცოდნის გასამყარებლად და სამსახურის მომავალი თანამშრომლებისთვის მისი მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად IOM-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, კოორდინატორების სახელმძღვანელოსთვის მიგრაციის ნაწილი განავითარა.
ტრენინგი, ისევე, როგორც სახელმძღვანელოში მიგრაციის ნაწილი, IOM-ის EMERGE პროექტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტის, ბატონი კალინ რუსის მიერ და სახელმწიფო ექსპერტის - გიორგი ჩხეიძის დახმარებით შემუშავდა.