უახლესი ამბები
Local

მრავალუწყებრივი სწავლება ქართველი მესაზღვრეებისთვის

6-8 დეკემბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ბერძენი ექსპერტის ჩართულობით, ჩაატარა ტრეინინგი თემაზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა. ღონისძიებას ესწრებოდა 25-მდე მესაზღვრეები საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო. ტრეინინგის მსვლელობის დროს განხილულ იქნა მრავალფეროვანი თემატიკა, რომელიც ემსახურებოდა მესაზღვრეების ცოდნის გაღრმავებას, რათა მომავალში მათ უკეთ შეძლონ საკუთარი როლის განსაზღვრა ტრეფიკინგის შესაძლო შემთხვევების გამოვლენასა და გადამისამართებაში დახმარების მიღების მიზნით.

ტრეინინგის მესამე დღეს, მონაწილეებს საშუალება მიეცათ ახლად შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმოეტანათ, კონკრეტული შემთხვევების განხილვით და ჯგუფური დისკუსიის დახმარებით.  

ტრეინინგი IOM-ის ორგანიზებით პროექტის „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში (BMMAG)” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.