-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მთავრობების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიგრაციის მართვის რეგიონული კონფერენციაზე დიასპორის ჩართულობა და კერძო სექტორის განვითარება განიხილეს
24-25 ნოემბერს IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოსთან ერთად მაღალი დონის რეგიონული კონფერენცია მოაწყო. ღონისძიებას საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, რუმინეთის, უკრაინის და შვეიცარიის მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტები და ირლანდიიდან, კანადიდან, ბულგარეთიდან მოწვეული დიასპორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიგრაციასა და განვითარებას შორის კავშირებზე ისაუბრეს და ერთმანეთს დიასპორასთან ურთიერთობის გამოცდილებები გაუზიარეს. კონფერენციაზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს დიასპორის როლი ეკონომიკის განვითარებაში.
კონფერენციაზე „ემიგრანტებისა და დიასპორის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში“, გაჟღერდა დიასპორისა და სხვადასხვა ინსტიტუციური სტრუქტურების ჩართულობის კონკრეტული გამოცდილება და მიგრაციის პოლიტიკის მართვის და განხორციელებისთვის, ასევე დიასპორასთან წარმატებული ურთიერთობის მიზნით კავშირების დამყარების სპეციფიკური მაგალითები. კონფერენცია ჩატარდა ონლაინ, პროექტის, „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში (EMERGE)”, ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
“COVID-19-ისგან გამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია როგორც დღევანდელ, ისე ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე. ის გვიბიძგებს ჩვენი მოქმედებებისა და სამოქმედო გზების გადახედვისკენ და გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. ეს კონფერენცია, მისი მიმდინარეობისას განხილული საკითხების გააზრება და მათი პრაქტიკაში გადატანა ჩვენთვის სწორედ ასეთი შესაძლებლობაა გლობალური კრიზისის შედეგებზე საპასუხოდ და ახალი, გრძელვადიანი რეალობის შესაქმნელად“, განაცხადა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ვლადიმერ კონსტანტინიდთან, საქართველოში ნორვეგიის საელჩოს რწმუნებულთან - მარკო სოლდიკთან და IOM-ის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - რენატ ჰელდთან ერთად მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„მიგრაცია სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში კომპლექსური და აქტიური ფენომენია. ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებიც ამ ღონისძიებას ესწრებიან, მიგრაციის მართვის საერთო შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგანან. ეს ყველაფერი რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ახდენს გავლენას და - პირიქით. მიგრაციის განვითარების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის საჭიროა არგუმენტირებული და გამოცდილებაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება,“ განაცხადა რენატ ჰელდმა - IOM-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - მილკო ბერნერმა, უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - ტარას კაჩკამ და მოლდოვას მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორის განვითარების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა - იულია კოსტინმა მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონის სადისკუსიო პანელში თემაზე, დიასპორის ჩართულობა მცირე და საშუალო სამეწარმეო სექტორის განვითარებისთვის, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი უძღვებოდა. კონფერენციის დასასრულს ბატონმა კონსტანტინიდმა მიმოიხილა ორი დღის განმავლობაში გარჩეული თემები. მისი თქმით, „ კონფერენციამ ცხადყო, რომ კავშირი მიგრაციასა და განვითარებას შორის ახლა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. დღევანდელი პანდემიის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, დიასპორის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში ძალიან დიდია და სწორედ ახლა უნდა ვიზრუნოთ დიასპორისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოებაზე“.
კონფერენციის მთავარი ნაწილი ირლანდიის ნეთვორქინგის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის - კინგსლი აიკინსის გამოსვლა იყო, რომელმაც დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ილაპარაკა, რომელთა წინაშე მსოფლიო COVID-19 პანდემიის გამო აღმოჩნდა: „საბედნიეროდ, დიასპორის ჩართულობა არ არის კონკურენტული ინდუსტრია, რაც კომუნიკაციის, მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას გვაძლევს. მე ვარ CASE – Copy And Steal Everything (გადაიწერე და მოიპარე ყველაფერი) ასოციაციის წევრი, რითაც ყველას მოვუწოდებ მაქსიმალური კოლაბორაციისა და ინფორმაციის გაცვლისკენ.“
კონფერენციის შესახებ ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნო და მონაწილეთა ქვეყნების მთავრობები კონფერენციის გამორჩეული მიგნებების გაზიარებას „მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმზე (GFMD)“ გეგმავენ, რომელიც 2021 წლის დასაწყისში გაიმართება.