-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მთავრობის წარმომადგენლებმა Facebook-ზე IOM-ის პირდაპირი ჩართვის დროს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის სფეროში სიახლეები განიხილეს
11 თებერვალს IOM-ის ორგანიზებით Facebook-ზე მოეწყო პპირდაპირი ჩართვა „უვიზოდ ევროპაში“ Facebook ჯგუფის წევრებისთვის და IOM Georgia Facebook გვერდის მომხმარებლებისთვის, რომლის საშუალებითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უკანასკნელი ცვლილება რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შევიდა. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს საქართველოს აეროპორტებში გამგზავრებამდე დოკუმენტების შემოწმებას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც ევროკავშირის მიმართულებით მიმგზავრებიან, დაცულია შენგენის ზონის მოთხოვნები.
Facebook ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და დასვეს კითხვები ბევრ სხვა თემებზე, როგორებიცაა გამგზავრებამდე შესამოწმებელი კონკრეტული დოკუმენტების სია, COVID-19-ის გავლენა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების შესაძლებლობებზე და უახლოეს მომავალში მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს სახმელეთო საზღვრის გახსნის პერსპექტივა.
IOM-ის უსაფრთხო მიგრაციის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მოიცავს უვიზო მიმოსვლას, პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ნაწილია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.