უახლესი ამბები
Local

პოლონეთში შესვლის მოთხოვნების მიმოხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის

21, 23 და 24 სექტემბერს პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა შსს საპატრულო პოლიციის სამივე საერთაშორისო აეროპორტის (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) 84 მესაზღვრე კონტროლიორთან ონლაინ შეხვედრა გამართა და კოლეგებთან საქართველოდან პოლონეთში უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა.

აღნიშნული 3 შეხვედრისას პოლონელმა ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან ქვეყანაში შესვლის მოთხოვნები, მგზავრობისთვის აუცილებელი საბუთები, პოლონეთში სამუშაო მოწვევების გამოყენების საკითხები, 90 დღიანი ვადის დარღვევის შესაძლო შედეგები და COVID-19-თან დაკავშირებული ის წესები მიმოიხილა, რომელიც ამ ეტაპზე ზღუდავს მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აღნიშნული ღონისძიება პოლონეთში IOM-ის მისიასთან და პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურთან კოორდინაციით ჩატარდა.

2021 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენგენის ზონის მიმართულებით გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებაზეა პასუხისმგებელი, რათა მგზავრობის მიზანი და საჭირო დოკუმენტები უვიზო მიმოსვლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

პოლონელ და ქართველ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2021 წელს IOM-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ნაწილია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის შესამცირებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდასაჭერად იმართება.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მრავალწლიანი პროექტის, "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" (SBMMG), ფარგლებში ჩაატარა.