-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ფრანგმა და ესპანელმა გამომძიებლებმა ქართველ კოლეგებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს
6 და 7 ივლისს IOM-მა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა Prometheus Project-მა საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინტროს კრიმინალური პოლიციის ქართველ კოლეგებთან შესახვედრად, პოლიციის სპეციალიზებული გამომძიებლები საფრანგეთიდან და ესპანეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ. ორმა ექსპერტმა ტრენინგის დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა პროკურატურისა და პოლიციის ეფექტიანი ბრძოლის შესახებ ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მესამე ქვეყნის მოქალაქეების უკანონო ყოფნის საფუძველია. ტრენინგის მიმდინარეობისას არაერთხელ გაესვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის უდიდეს მნიშვნელობას ოპერატიული ინფორმაციის გაზიარებისა და ნივთმტკიცებულებების შეგროვების მიმართულებით. ტრენინგზე ამავე კონტექსტში განიხილეს საქართველოს პოლიციის მოკავშირე ოფიცრების გაფართოვებული ქსელი, რომელიც ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
საქართველოს აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებმა შესაძლებლობით ისარგებლეს და წარმოადგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-2 მუხლით აღძრული სამი კრიმინალური საქმე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში წარიმართა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ შესვლისა და დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევას, ასევე, უცხო ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად უსაფუძვლო განაცხადის შეტანას.
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ დამატების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას უვიზო მიმოსვლის სტანდარტების მიღწევასა და შენარჩუნებაში.