-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
საგარეო საქმეთა სამინისტროს და IOM-ს შორის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება
2020 წლის 24 ივნისს IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელო საკონსულო ოფიცრებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ ძირითად ინფორმაციას, რაც აუცილებელია საზღვარგარეთ მყოფი საკონსულო ოფიცრებისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების გამოსავლენად და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.
სახელმძღვანელო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენინგისთვის გამოიყენებს. ტრენინგი საშუალებას მისცემს სამინისტროს აამაღლოს საკონსულო ოფიცრების ცნობიერება იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რაც მათ დაუცველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა აღმოუჩინონ. აღნიშნული აქტივობა მთავრობის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.
ევროკავშირის მხარდაჭერით ბოლო წლების მანძილზე IOM უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. აღნიშნულის გარდა, IOM საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან რეადმისიის და IT სფეროს მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობს, რაც უზრუნველყოფს ელექტრონული საკონსულო მხარდაჭერის პორტალის www.geoconsul.gov.ge ეფექტიან ფუნქციონირებას.
გადაცემის ცერემონისს შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ